Keystone Agro

2021 წელს დაარსებული Keystone Agro არის ჰოლდინგის აგრობიზნესის მიმართულება. ამჟამად, Keystone-ის აგროპორტფელი მოიცავს 100 ჰექტარზე მეტ მოცვის ბაღს სამეგრელოს რეგიონში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სექტორის უმსხვილეს მოთამაშეებთან, როგორიცაა Fall Creek და North Bay. ამჟამად, მოცვის ბაღებში გაშენებულია 10 სხვადასხვა ჯიშის მოცვი: are Sekoya Grande, Sekoya Crunch, Sekoya Fiesta, Duke, Suziblue, Miss Alice Mae, Blue Ribbon, Miss Jackie, Top Shelf და Valor. Მსხმოიარობის მე-4 წელს Keystone Agro-ს ბაღებიდან მივიღებთ 1,300 ტონა მოცვის მოსავალს, რომლითაც 6,5 მლ დოლარის შემოსავალი დაგენერირდება.

პროექტი საქართველოს ბანკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, Keystone Agro გახდა საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ხოლო Keystone Agro-ს დირექტორი თორნიკე ფანჯავიძე ამავდროულად არის ასოციაციის თავმჯდომარე. ასოციაცია შეიქმნა საქართველოში მოცვის გაშენების პრაქტიკის განვითარებისა და საქართველოს წამყვან მოცვის მწარმოებელ ქვეყანად ჩამოყალიბების მიზნით.

Keystone Agro-მ Netafim-თა თანამშრომლობით დანერგა წვეთოვანი სარწყავი სისტემა ეფექტური მორწყვისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გვიშენებენ სასათბურე ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავახანგრძლივოთ მოსავლიანობის პერიოდი 3 თვემდე ვადით. ასევე, ჩვენ ამჟამად ვაშენებთ ცენტრალიზებულ მოცვის ჩაბარების პუნქტს. ის გახდება ინდუსტრიის ცენტრი სამი ინდივიდუალური მოდულით: წინასწარ გაგრილების, დახარისხებისა და შენახვის.

ჩვენმა მოცვის ბაღებმა მიიღო სერთიფიკატი Global Gap-ისა და GRASP-ისგან. ამ ეტაპზე პროდუქცია გაგვაქვს შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, პოლონეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ჩინეთი.

Gallery

Keystone Investment, 2020

TheTop

Insurance Quote