ქონსშრაქშენ სერვისი

ქონსშრაქშენ სერვისი

შპს „ქონსთრაქშენ სერვისი“ არის სამშემებლო კომპანია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია ორიენტირებულია ლითონის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებასა, აწყობასა და მონტაჟზე, ასევე ხიდების მშენებლობაზე. „ქონსთრაქშენ სერვისი“-ს ქარხანა ქალაქ რუსთავში აღჭურვილია მაღალი ტვირთამწეობის ხიდურა ამწეებითა და ლითონის კონსტრუქციების წარმოებისათვის საჭირო უახლესი ციფრული მანქანა-დანადგარებით რომლებიც შეესახამება ევრო 4-ის სტანდარტს. „ქონსთრაქშენ სერვისი“ უზრუნველყოფს ყველანაირ მომსახურებას აუთსორსინგის კომპანიების გარეშე და სრულ განაკვეთზე დასაქმებული ჰყავს 400 ადამიანი. დაარსების დღიდან, კომპანიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში. ამჟამად, „ქონსთრაქშენ სერვისი“ ახორციელებს ჩინური კომპანია Chinese Road and Bridge Construction-ის კონტრაქტს. აღნიშნული კონტრაქტი თავის თავში გულისხმობს E60 ავტომაგისტრალის F3 – უბისა-შოროპანის მონაკვეთზე განლაგებული 96 ხიდისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციების დამზადებას და მონტაჟს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიაში განხორციელდა ახალი ინვესტიციები, რაც იქნა მიმართული გადაიარაღებაზე და ქარხნის გაფართოებაზე. 2021 წლიდან დღემდე, Construction Service აქვს 150 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

დამატებით ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს:  www.cs.ge

გალერეა

Keystone Investment, 2020

TheTop

Insurance Quote