ქისთოუნ ჩარჯერი

ქისთოუნ ჩარჯერი 2025 წლიდან საინვესტიციო ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურას ავითარებს. კომპანია დამტენების ქსელს ZZZapp-ის ბრენდით ოპერირებს და 2026 წლის ზაფხულიდან მომხმარებლებს თბილისსა და ქუთაისში ემსახურება.

კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, თუმცა სწრაფი დამუხტვის საჯარო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ, ჯერ კიდევ არასაკმარისია. ქისთოუნ ჩარჯერი სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად.

პირველი ეტაპის ფარგლებში კომპანიამ 30 DC სწრაფი დამტენი შეიძინა, 180, 240 და 320 კვტ სიმძლავრის. თითოეულ დამტენს ორი პორტი აქვს, რაც ორი ავტომობილის ერთდროულად დამუხტვის საშუალებას იძლევა. დამტენი CCS2 და GB/T კონექტორებით არის დაკომპლექტებული.

ქსელის პირველი დამტენი სადგური 2026 წლის ივლისში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ამოქმედდა. დღეისათვის მომხმარებლებს 5 დამტენი ემსახურება: სამი თბილისში და ორი, 240 კვტ სიმძლავრის, ქუთაისში. დამტენების უმეტესობა ლუკოილ ჯორჯიას ავტოგასამართ სადგურებზეა განთავსებული. დამუხტვა და გადახდა ZZZapp-ის მობილური აპლიკაციით იმართება.

კომპანია თანამშრომლობს ავტოგასამართი სადგურების, სავაჭრო ცენტრებისა და კვების ობიექტების მფლობელებთან. ქისთოუნ ჩარჯერი სრულად აფინანსებს აღჭურვილობას, მონტაჟსა და მომსახურებას, პარტიორი კი სტაბილურ საიჯარო შემოსავალს იღებს.

კომპანიას 2025 წლიდან გიგლა ბულისკერია ხელმძღვანელობს. უახლოეს ეტაპზე დაგეგმილია ქსელის 30 დამტენამდე გაფართოება თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში, ხოლო შემდგომ ეტაპზე მაღალი სიმძლავრის დამუხრვის ჰაბების განვითარება ქვეყნის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე.

$100M+

ჯამური საინვესტიციო პორტფელი

2,000+

დასაქმებული ჰოლდინგის კომპანიებში

3+

სტრატეგიული სექტორი

კომპანიები

ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲘ