ჩვენ შესახებ

ფონდი

2016 წლიდან საინვესტიციო ჰოლდინგი „ქისთოუნ ინვესთმენთს“ ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ წარმატებული ინვესტიციები სხვადასხვა სექტორებში და დავეხმაროთ კომპანიებს უკეთესად გამოიყენონ სტრატეგიული შესაძლებლობები.
ჩვენი ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს, სხვადასხვა სექტორებში როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სამშენებლო და წარმოება.

ჩვენი მიდგომა

„ქისთოუნ ინვესთმენთს“ ახორციელებს ინვესტიციებს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებში მოქმედ ისეთ კომპანიებში რომლებსაც აქვთ ძლიერი მართვის გუნდი და საინტერესო ბიზნეს მოდელი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.ჩვენი ექსპერტიზა და გამოცდილება ეხმარება ჩვენ პარტნიორ ბიზნესებს გამოიყენონ სტრატეგიული შესაძლებლობები ბიზნესის სისტემურ განვითარებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ კომპანიებში ფინანსური დისციპლინის და მეწარმეობის კულტურის განვითარებას ბიზნესის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით. „ქისთოუნ ინვესთმენთს“ მრავალპროფილური ფონდია რომელიც ინვესტიციებს როგორც ახალ (Start-up) ასევე ბრაუნფილდ პროექტებში ახორციელებს.

ჩვენი გუნდი

თემურ ჯუმბერის ძე ანჩაბაძე – პარტნიორი

2016 წელს გიორგი პერტაიასთან ერთად დაარსა საინვესტიციო ფონდი „ქისთოუნ ინვესთმენთს“ საქართველოში

გიორგი პერტაია – პარტნიორი

2016 წელს თემურ ანჩაბაძესთან ერთად დაარსა საინვესტიცი ფონდი „ქისთოუნ ინვესთმენთს“ სადაც იკავებდა მმართველი პარტნიორის თანამდებობას 2019 წლამდე.
2019 წელს გიორგი პერტაია აირჩიეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, რა პოზიციასაც ის ამჟამადაც იკავებს. ბატონ გიორგი პერტაიას სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2012-2016 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს რომლის მეშვებოითაც  ბევრი სტრატეგიული ინვესტორი შემოვიდა საქართველოში, მათ შორის  Tata Group, Henkel, K-Water და მრავალი სხვა. 2011 წლიდან 2012 წლამდე  გიორგი მუშაობდა საქართველოში ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. 2010 წლიდან 2011 წლამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი. საქართველოში დაბრუნებამდე ბ-ნი პერტაია მუშაობდა საკონსულტაციო ფირმა Buzz Allen Hamilton- ში, სადაც მან განახორციელა პროექტები სამხრეთ კავკასიაში. 2009 წელს გიორგიმ მიიღო მაგისტრის ხარისხი (MBA) დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტიდან. კარიერის დასაწყისში გიორგიმ თანამდებობები დაიკავა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში და ამერიკის სავაჭრო პალატაში (AmCham).

ბაჩანა შენგელია – აღმასრულებელი დირექტორი

ბაჩანა შენგელია Keystone Investments-ს შემოუერთდა 2023 წლის მაისში და 2023 წლის ივლისიდან არის ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
Keystone Investments-მდე, 2017-2023 წლებში ბაჩანა მუშაობდა Galt & Taggart-ში, წამყვან საინვესტიციო ბანკში საქართველოში. ის საინვესტიციო ბანკში ხელმძღვანელობდა სექტორული კვლევების განყოფილებასა და სექტორული ანალიტიკოსების გუნდს, რომელიც მუშაობდა საკონსულტაციო პროექტებსა და საინვესტიციო კვლევებზე საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში.
ბაჩანა იყო სტრატეგიული მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2021 წელს. ბაჩანა ასევე მუშაობდა TBSC Consulting-ში, როგორც უფროსი ბიზნეს კონსულტანტი 2016-2017 წლებში და როგორც პორტფელის მენეჯერი/მკვლევარი საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში (ამჟამად აწარმოე საქართველოში) 2015-2017 წლები. ის ასევე მუშაობდა მასტერ ჯგუფში ბიზნესის განვითარების მენეჯერად 2012-2013 წლებში.
ბაჩანამ 2022 წელს დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტის ბიზნესის სტრატეგიის სასერტიფიკაციო პროგრამა. მას ასევე აქვს ბაკალავრის (2013) და მაგისტრის (2016) ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2014-2015 წლებში იგი ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.

ვაჟა კოპაძე – მთავარი საინვესტიციო ოფიცერი

ვაჟა კოპაძეს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ბიუჯეტირებასა და ფინანსურ ანალიზში. 2013 წლიდან ის ორი წელი მუშაობდა ბიუჯეტირებისა და კონტროლის ოფიცრად სადაზღვეო კომპანია ალდაგში და ერთ წელზე დიდ ხანს იკავებდა ბიუჯეტირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერის პოზიციას თიბისი ბანკში. ამის შემდეგ ვაჟა დააწინაურეს ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად და ის პასუხისმგებელი იყო მთელი ბიუჯეტირების პროცესზე. 2018 წლიდან ის წელიწადნახევრის მანძილზე იკავებდა ინვესტორებთან ურთიერთობისა და კაპიტალის ბაზრების მთავარი მენეჯერის პოზიციას ლიბერთი ბანკში სადაც პასუხისმგებელი იყო დიუ დილიჯენსის პროცედურებზე და რელევანტური რეპორტების მომზადებაზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის და საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებისთვის. 2019 წლიადან ვაჟა მუშაობდა საინვესტიციო დირექტორად ფულკრუმ ჰოლდინგში. 2023 წლის მარტიდან ის შემოუერთდა ქისტოუნ ინვესტმენტის ჯგუფს საინვესტიციო დირექტორის პოზიციაზე. ის პასუხისმგებელია პროექტების მომგებიანობის შეფასებაზე, პოტენციურად მომგებიანი პროექტების იდენტიფიცირებაზე, ფინანსურ რეპორტინგზე და სტეიკჰოლდერებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.
ვაჟა კოპაძემ დაასრულა კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრი 3.83 საშუალო GPA-ით, და შესაბამისად წითელ დიპლომზე დაასრულა ფაკულტეტი. დამატებით ვაჟა არის CFA-ის უნივერსიტეტის, FRM-ის და CAIA-ს ჩარტერჰოლდერი, ჩააბარა რა ყველა გამოცდა პირველივე ცდაზე.

Keystone Investment, 2020

TheTop

Insurance Quote